ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შეჩერდა

გაურკვეველი ვადით შეჩერებული საერთაშორისო ფორმატი.

ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება ჟენევის მოლაპარაკებები. მომდევნო რაუნდი ჯერ კიდევ წინა თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო შეხვედრები შეჩერდა. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული ყველა პირი სანქცირებულთა სიაშია. შეხვედრების განახლების თარიღი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რაუნდი უშედეგოა და რუსეთის მუქარის შემცველი გზავნილებით სრულდება, მისი გაგრძელების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება. ერთიანი პოზიციაა იმაზეც, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების შემდეგ რუსეთის მიმართ მიდგომა შესაცვლელი, მასზე ზეწოლა კი გასაძლიერებელია.