ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი იწყება

ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი იწყება. ეს იქნება პირველი შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი დაადგინა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ქართული დელეგაცია ტრადიციულად დღის წესრიგს თანათავმჯდომარეებთან გადის. მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ურთულესი ჰუმანიტარული ვითარებაა. ასევე განიხილება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საკითხი.

მოამბე

დატოვე კომენტარი