ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი
ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი იწყება. ქართული მხარე ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებზე, მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითს დააყენებს. ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ პრობლემებზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე. შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხსაც განიხილავენ.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ დასრულდება.