ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი

ტატუნაშვილი-ოთხოზორიასა და ბაშარულის მკვლელების დასჯაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან რეაქცია იყო ცინიკური, ხოლო ქართული მხარის მოთხოვნას და პოზიციას, მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სრულად იზიარებენ.

დავით დონდუას თქმით, საქართველოს მოქალაქეების გატაცებებზე, მკვლელობასა და დამნაშავეთა დასჯაზე ყურადღება მახვილდება მოლაპარაკებების ყველა რაუნდზე.