ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი - ქართული დელეგაცია ჟენევაში გამთენიისას გაემგზავრა

ხვალიდან ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი იწყება. ქართული დელეგაცია ჟენევაში დღეს გამთენიისას გაემგზავრა. ორდღიან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა იქნება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები ძალის არგამოყენების და ჯარების გაყვანის შესახებ, ასევე შეწყვიტოს ანექსია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაული და უფლებადარღვევები დაუსჯელი დარჩება.