ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი

რუსეთის ფედერაცია ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას ახდენს, – ასე აფასებს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდზე რუსეთის მოქმედებას ქეთევან ციხელაშვილი.

ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზად კი, ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ჩაგდება დაასახელეს.

მოლაპარაკების შემდეგ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. წერილში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ნეგატიურად აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის მიყიდვაზე.

როგორ ეხმაურებიან ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდს საქართველოს ხელისუფლებაში?

მიშა ფეიქრიშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.