ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო, – ამის შესახებ ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში ვკითხულობთ.

გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრესკომუნიკეს მიხედვით, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს ჩატარდება.