ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალური თბილისის პროგნოზი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ოპტიმისტურია.

50-ე რაუნდზე მოსმენილი რეაქციების ფონზე ქართულ დელეგაციას უახლოეს პერიოდში ტრავმატოლოგის გათავისუფლების იმედი აქვს. უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის თემით დაიწყო შვეიცარიაში გამართული მორიგი შეხვედრა. საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში აფასებს ლავროვის მოადგილე, რომლის ტონი საჯარო კომენტარების დროს შედარებით შერბილებული იყო. ზაფხულის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების და გადასასვლელების ჩაკეტვის გამო, 50-ე რაუნდიც რთული აღმოჩნდა. წინა შეხვედრების მსგავსად, რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა შეხვედრის დასრულებამდე დატოვა.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს ჟენევის მორიგი რაუნდის შედეგებს.