ჟენევის  მოლაპარაკებები

შვეიცარიაში მყოფი ქართული დელეგაცია რუსეთს შანტაჟში ადანაშაულებს.

ჟენევაში შვიდსაათიანი მოლაპარაკება დასრულდა. თუმცა უპასუხოდ დარჩა შეკითხვა: აღდგება თუ არა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, რომლებიც ბოლოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩაშალეს.

ქართული დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ ერგნეთის და გალის შეხვედრები, რომელიც ჟენევის ფორმატის ნაწილია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. სხვა შემთხვევაში ოფიციალური თბილისი არ გამორიცხავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს საფრთხე შეექმნას.

ქეთევან ქარდავამ მოისმინა ჟენევის დღევანდელი რაუნდის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.