ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება

თბილისში მყოფი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ერთ საათში საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავენ, მანამდე კი განცხადება გაავრცელეს.

გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია. ყველა ამგვარი მავთულხლართები, ახლად აღმართული სტრუქტურები აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, ურთულებს მათ ბაღებისადმი წვდომას და ემუქრება სარწყავი სისტემისადმი წვდომას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი, 29 აგვისტოს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ არის ძალისხმევის გაგრძელების ნაწილი ამ და სხვა მოვლენებზე რეაგირებისათვის“.