ჟენევის დისკუსიები და რუსეთის პოზიცია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და პერსპექტივები, – საკითხებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ანდრეი რუდენკო მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა, ვიზებს შეეხებოდა. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, როდის შეიძლება გაუქმდეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუ განიხილება ეს საკითხი ქართულ მხარესთან, რუდენკო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხები დღის წესრიგში არ არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინტერვიუს შეფასებები მოჰყვა თბილისში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხრიდან. ნინო ბურჯანაძე რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებების მომხრეა, მათ შორის პირდაპირის, რასაც არ ეთანხმებიან „ევროპულ საქართველოში“. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი გაგრძელება.

დატოვე კომენტარი