ჟენევის ჩაშლილი მოლაპარაკებები 

ჟენევაში დაგეგმილი 51-ე რაუნდი ჩაიშალა.

მაშინ როდესაც საოკუპაციო ხაზზე სიტუაცია გართულებულია, შეზღუდულია გადაადგილება და ადგილობრივები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას სამედიცინო დახმარებისთვისაც ვერ ახერხებენ, მოსკოვმა შვეიცარიაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოფიციალური თბილისი მოსკოვს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს და 2008 წლიდან მოქმედი მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რასაც რუსეთი ახალი ბრალდებებით პასუხობს. ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელიც თბილისიდან ჩასულ დელეგაციას არშემდგარ რაუნდზე უნდა განეხილა.

დატოვე კომენტარი