ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა

ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენას „არტ გალერეა“ 14 თებერვლიდან უმასპინძლებს. ექსპოზიცია სახელწოდებით „სხვა ჟანრი“ სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა პირველად გამოიფინება.

„მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც უფრო გადიხარ შემოქმედებით სინამდვილისგან, მით უკეთესია.“

ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია.