ჟანა ამირეჯიბის ნოველების პრეზენტაცია

„მე – ნამდვილი კოკოშა მქივია“ – ასე ქვია ჟანა ამირეჯიბის ნოველების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც მწერალთა სახლში გაიმართა. 300-გვერდიანი წიგნი 177 მოთხრობისაგან შედგება.

წიგნი, ავტორისა და მისი შვილიშვილის, პატარა ბიჭის დიალოგზეა აგებული, რომელიც მათ 6-წლიან ურთიერთობას ასახავს.