„ჟალგირისი“-„დინამო თბილისი“ პირველ არხზე

15:31, 30.07.2026

„დინამო თბილისი“ უეფა-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას სტუმრად, ვილნიუსის „ჟალგირისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდებს შორის პირველი მატჩი თბილისში, 23 ივლისს გაიმართა და დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. „ჟალგირისთან“ წარმატების შემთხვევაში, ქართული გუნდის მეტოქე, უეფა-ს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხორვატიის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის დამარცხებული იქნება. ეს გუნდები ევროპის ლიგაზე თამაშობენ და ერთ-ერთი მათგანი ასპარეზობას კონფერენსლიგაზე გააგრძელებს.

„ჟალგირისისა“ და „დინამოს“ შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი