დივერსიის საფრთხე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე 

21:44, 29.09.2026

დიდ ბრიტანეთში სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია გახდა საჭირო.

გამოძიება შესაძლო დივერსიის ვერსიაზე და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების მცდელობაზე მუშაობს. რაფ ფეირფორდის ბაზას ამერიკა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვისაც იყენებს. ხუთი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაცია ფერმერმა მიაწოდა. ხუთივე ეჭვმიტანილი ამ დროისთვის გირაოთია გათავისუფლებული, რაც ოფიციალური ვაშინგტონის უკმაყოფილებას იწვევს.

იგეგმებოდა თუ არა ნატოს წევრი ქვეყნის ავიაბაზაზე თავდასხმა – ნიკა ადეიშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი