დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მორიგ აქციას მართავენ. ისინი ამ წუთებში რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან, მოგვიანებით კი მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსგან მკურნალობის დაფინანსებასა და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანა ითხოვენ, რომლებსაც, მშობლების განცხადებით, დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ მშობლებმა კანცელარიასთან უკვე მეოცე ღამე გაათენეს. ისინი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.