დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გრძელდება. მორიგი ფეხით მსვლელობა გაიმართა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსგან მკურნალობის დაფინანსებასა და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც, მშობლების განცხადებით, დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს.