დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა

18:20, 31.05.2026

ამ წუთებში რუსთაველის მეტროსთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერები იკრიბებიან, ისინი მთავრობის ადმინისტრაციამდე მორიგ მსვლელობას გამართავენ. მშობლების განცხადებით, აქცია ყოველ კვირას იქამდე ჩატარდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნა უცვლელია – დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანა, რომლებსაც, მშობლების განცხადებით, დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ.

მსგავსი