რუსთაველის მეტროდან მთავრობის კანცელარიამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მორიგი მსვლელობა იმართება. მშობლების განცხადებით, აქცია ყოველ კვირა დღეს, ერთsa და იმავე დროს და ადგილას ჩატარდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნა უცვლელია – დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანა, რომლებსაც, მშობლების განცხადებით, დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ.