დიუშენის პაციენტები ახალ მედიკამენტს სექტემბერში მიიღებენ
რამდენიმე თვიანი მოლოდინი დასრულებულია – შერჩეულია პირველი მედიკამენტი, რომლითაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ათეულობით ბავშვის მკურნალობა დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „იტალფარმაკოს“ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, იტალიური წარმოების პრეპარატი „ჯივინოსტატი“ საქართველოში სავარაუდოდ სექტემბრიდან შემოვა და ბავშვების მკურნალობაც იმავე თვეში დაიწყება. მწარმოებლის ცნობით, მედიკამენტი დაავადების პროგრესირებას ანელებს და განკუთვნილია ექვსი წლის ასაკიდან პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარულის უნარი შენარჩუნებული აქვთ. საქართველოს ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ჯივინოსტატს“ შეისყიდის და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს. როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიუშენის სამკურნალო სხვა პრეპარატების ქვეყანაში შემოტანის მიზნითაც.
პოზიტიური შედეგი, რომელსაც წინ საპროტესტო აქციები უძღოდა – ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტი.