დიუშენის კუნთოვანი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოში

18:10, 19.05.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამეს შეხვედრა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან დასრულდა. შეხვედრა საპატრიარქოში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. მშობლების თქმით, პატრიარქმა მოისმინა მათი პოზიცია და დახმარებას შეჰპირდა. მათი განმარტებით, საპატრიარქოში გაგრძელდება შეხვედრები, სადაც მშობლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იქნებიან. მშობლების განცხადებით, საბოლოოდ შეჯერებული ვერსიებით მთავრობასთან საპატრიარქო უშუამდგომლებს.

 

მსგავსი