დიტო ჩუბინიძის სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დიტო ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბრალდება, სხდომაზე ჩუბინიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შეგახსენებთ, გამოძიების ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან, დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.