დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

21:40, 23.10.2026

გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც. დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სამშობლოს ღალატი – კერძოდ საბოტაჟი – გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი ამ ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩუბინიძეს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი