დისკუსია ვაშინგტონში

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვაშინგტონში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო.

საუბარი შეეხო მიმდინარე წლის გეგმებს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის დეპარტამენტის, კონგრესის, თეთრი სახლისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან.