დისკუსია თემაზე - პირად მონაცემთა გასაჯაროება და ვიდეოთვალთვალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

პირად მონაცემთა გასაჯაროება და ვიდეოთვალთვალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ საკითხებზე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე, ინსპექტორის აპარატის მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვას უკავშირდება.

გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრას კერძო და საჯარო უნივერსიტეტის რექტორები, პრორექტორები და ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.