დისკუსია თემაზე – აკვაკულტურა ფერმერთა გაძლიერება საქართველოში

15:32, 15.04.2025

„აკვაკულტურის ზოგადი აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში“- ამ სახელწოდებით ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში ტრენინგ-სემინარი იმართება. განსახილველ საკითხებს შორისაა პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი სამომავლო აქტივობები. სემინარი „საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის ფარგლებში იმართება.

მსგავსი