დისკუსია თბილისში

ყირიმის ანექსიიდან ხუთი წლის თავთან დაკავშირებით თბილისში დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებაზე მეზობლების მიმართ კრემლის აგრესიული პოლიტიკა და უცვლელი რიტორიკის შედეგები განიხილეს.

ანალიტიკოსები და დიპლომატები „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლევის ფონდმა“ და უკრაინის საელჩომ შეკრიბა.

დისკუსიის მონაწილეებმა ოკუპირებული ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება მიმოიხილეს და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ისინი თანხმდებიან, რომ რუსული აგრესიის შესაკავებლად ძალების კონსოლიდირება გარდაუვალია.

ღონისძიებას ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარეც დაესწრო.