დისკუსია ეროვნული თანხმობის პროცესზე

პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს.

ათონელის რეზიდენციაში დღეს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ქალ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. დღევანდელი შეხვედრები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის მისაღწევად დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნაადრევად დატოვა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც წარსულის შეფასების პროცესში საკუთარ თავს ვერ ხედავს. პრეზიდენტთან კონკრეტული ინიციატივებიც გაჟღერდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

თამუნა წიკლაური აშუქებდა დღევანდელ შეხვედრებს.

დატოვე კომენტარი