დისკუსია „ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით

„ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები“ – ამ თემაზე „ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეებს მთავრობის ეკონომიკური ხედვის რამდენიმე მიმართულება გააცნო, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტის წარმართვის კუთხით არსებულ გეგმებზე.