დისკუსია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე

კიდევ ერთი მთავარი თემა, რაზეც დღეს პარლამენტში გაკეთდა განცხადებები, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ეხება.

პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი ძალა ყველაფერს აკეთებს დეოკუპაციის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად და ჟენევის ფორმატის გაძლიერებაც ამ მიმართულებას მოიცავს. მეტ კონკრეტიკას ითხოვს და ხელისუფლებას აკრიტიკებს ოპოზიცია.

შეიძლება თუ არა მეტი ეფექტისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაძლიერება? – პოლიტიკოსების მოსაზრებებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.