დისკუსია დემოკრატიული კვლევის ცენტრის ორგანიზებით
„როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე – სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში?” – ამ სახელწოდებით დემოკრატიის კვლევის ცენტრმა (DRC) მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ერთხმად აცხადებენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და მნიშვნელოვანია სწრაფი, მშვიდობიანი გზის პოვნა კრიზისიდან გამოსვლისთვის. მათივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.