დისკუსია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე

დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია იმართება ამ წუთებში ბიზნესასოციაციების მონაწილეობით.

საპენსიო სააგენტოს უფროსი გაერთიანებებს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის და მათ შეკითხვებს პასუხობს.

საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება უკვე იანვრიდან უნდა დაიწყოს. საუბარია დასაქმებულის შემოსავლიდან დამატებით ორი პროცენტის მიმართვაზე, რაზეც ორ-ორ პროცენტს დამსაქმებელი და სახელმწიფო დაამატებენ.

თანხას მოქალაქეები პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღებენ.