დისკუსია ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვაზე

21:44, 15.10.2026

„მმართველთა საუბრები“ – ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთი რეგიონიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა. სესიებს კი სავალუტო ფონდის  რეგიონული დეპარტამენტების დირექტორები უძღვებიან. განხილვის  ერთ-ერთი მთავრი თემა თანმიმდევრული შოკების ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ამ კონტექსტში, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ბოლო წლების პროგრესს სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით.

მსგავსი