დისკრიმინაციული პოსტი – გამოხმაურება
მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტის, დარინა მიქელაძის პოსტს, რომლითაც მან აქონდროპლაზიის მქონე მცირეწლოვნებს დასცინა. აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი, მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, დისკრიმინაციული ტერმინოლოგია პირდაპირ ლახავს ბავშვების, განსაკუთრებით კი მოზარდების ღირსებას. მათი განცხადებით, მედიკამენტმა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ყველა პაციენტის შემთხვევაში თვალსაჩინო შედეგი გამოიღო, მკურნალობა უპრეცედენტო პროგრესს აჩვენებს და დაავადების თანმდევ მძიმე სიმპტომებს აქრობს. სოციალურ ქსელში ბავშვების მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმაურებიან უმრავლესობაში და ფაქტს ოპოზიციური აქტივისტების ამაზრზენ სახეს უწოდებენ.