„დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში კვლავ რჩებიან დევნილი ოჯახები

დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კვლავ რჩებიან დევნილი ოჯახები. როგორც ისინი აცხადებენ, სანამ კონკრეტულ გარანტიებს არ მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროსგან, ობიექტის დატოვებას არ აპირებენ.

გუშინ ღამით მათთან იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც სამინისტროში შეხვედრა შესთავაზა. მარიამ ბერძენიშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში. აპირებენ თუ არა იძულებით გადაადგილებული პირები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას?