საქართველოს განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეები რუსთავში, კოლეჯ „მოდუსში“ შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კოლეჯების დაფინანსება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.