დირექტორის შესარჩევი კონკურსი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დღეს არხის დირექტორი უნდა აერჩია. კონკურსში ხუთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული: გიორგი კოხრეიძე, აკაკი ბერიძე, ნათია თავდგირიძე, ირაკლი გიორგაძე და დავით ჩხარტიშვილი. კანდიდატურა მოხსნა გიორგი კოხრეიძემ და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. საბჭოს სხდომაზე ოთხ კანდიდატს უყარეს კენჭი, მათგან მხოლოდ ერთმა, ნათია თავდგირიძემ მიიღო ერთი ხმა. როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, წესის მიხედვით, თუ კანდიდატი ერთ ხმას მაინც დააგროვებს, ამ შემთხვევაში იმართება მეორე ტური.