დიპლომატიური უთანხმოება ბრიტანეთსა და ისრაელს შორის
ურთიერთობა უკიდურესად იძაბება ისრაელსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ისრაელის ხელისუფლების მძიმე რეაქცია მოჰყვა. მილიბანდმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდაზე ისაუბრა და ოფიციალური თელავივის პასიურობაზე მიუთითა, განცხადებასთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში წარმოებული პროდუქტის იმპორტზე სანქციები დააწესა. სასანქციო ზომები კომპანიებზე და ფიზიკურ პირებზე ვრცელდება. დიდი ბრიტანეთის გარდა შეზღუდვები ისრაელს სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს. პასუხად ისრაელმა გაერთიანებული სამეფოს მიმართ დიპლომატიური ზომები აამოქმედა. აღმოსავლეთ იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურვის მოთხოვნის გარდა სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს. საპასუხო ზომები განიხილება დიდი ბრიტანეთის მხარდამჭერი სხვა ქვეყნების მიმართაც.