დიპკორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე

ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის პროცესს თვალს ადევნებდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხვალ გავიგებთ, როგორ შეაფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ერთობლივი პრესკონფერენცია 14: 30 საათზეა დაგეგმილი. მანამდე კი საერთაშორისო დამკვირვებლები ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლენ.

დღევანდელ საარჩევნო პროცესს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100 დამკვირვებელი აკვირდებოდა.