დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში
ევროსაბჭოს ორგანიზებით, ჰააგა მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მიზანი ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერაა. კონფერენციის მონაწილეებს შორისაა ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართავს. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები საერთო კონვენციას მიიღებენ, რომლის საფუძველზეც ხელმომწერი ქვეყნები საერთაშორისო სარჩელების კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან, რაც უკრაინისთვის სამართლიანი გადახდების და კომპენსაციების მექანიზმის ეფექტიანად აღსრულების საფუძვლად უნდა იქცეს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია საქართველო და, როგორც ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ამბობს, ეს იმის დასტურია, რომ საქართველო უკრაინის მხარდაჭერისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
თამუნა წიკლაური ჰააგადან #მოამბე