დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში

18:11, 16.12.2025

დიპლომატიურ კონფერენციაზე ჰააგაში, რომლის მიზანიც ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერაა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

„უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. ბოჭორიშვილი თავის სიტყვაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო დღესაც აგრძელებს ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმებით, რათა რუსეთის მიერ ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად, მოქალაქეთა დარღვეული უფლებები დავიწყებას არ მიეცეს.

მსგავსი