დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში

15:11, 16.12.2025

ევროსაბჭოს ორგანიზებით, ჰააგაში მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენცია მიმდინარეობს. მიზანი, ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერაა. კონფერენციის მონაწილეებს შორისა ქართული დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები საერთო კონვენციას მიიღებენ, რომლის საფუძველზეც, ხელმომწერი ქვეყნები, საერთაშორისო სარჩელების კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან, რაც უკრაინისთვის სამართლიანი გადახდებისა და კომპენსაციების მექანიზმის ეფექტიანად აღსრულების საფუძვლად უნდა იქცეს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია საქართველო.

თამუნა წიკლაური ჰააგიდან #მოამბე

მსგავსი