დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში

ანტალიის ფორუმი ხვალ საზეიმოდ დაიხურება, საქართველოს დელეგაციამ კი პანელური გამოსვლები და პირისპირ შეხვედრები დაასრულა. ღონისძიება, რომელსაც 6 000-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრება, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის გამოიყენა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვის აუზში სტაბილური მშვიდობა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ორბანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრისას. პანელურ დისკუსიაზე კი, სადაც ჩვენი ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა, საქართველო განხილული იყო როგორც მეზობლებს შორის მედიატორი.

კონკრეტულად რა ითქვა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და რეგიონში მის მნიშვნელობაზე – ამას სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმს აშუქებს.