დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებული თანამშრომლობა იყო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტთანაც.

რა თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მეთაურმა და რა განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მისამართით? – სალომე ქოქიაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით ანტალიიდან.