დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში
 ანტალიაში დიპლომატიური ფორუმი გრძელდება – ღონისძიებას 6 000-მდე მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის სახელმწიფო ლიდერები ესწრებიან. ფორუმში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს ქართული დელეგაციაც.
 
ცოტა ხნის წინ დასრულდა პანელური დისკუსია, რომელიც კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხებოდა. დისკუსიაში სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო როლს რეგიონში. ამასთან, ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ირაკლი კობახიძესა და ვიქტორ ორბანს შორის.
 
სალომე ქოქიაშვილი შემოგვიერთდება ანტალიიდან პირდაპირ ეთერში.