დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში

ანტალიაში დიპლომატიური ფორუმი გრძელდება – ღონისძიებას 6 000-მდე მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის სახელმწიფო ლიდერები ესწრებიან. ფორუმში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს ქართული დელეგაციაც. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს ხვდება. საერთო პოზიციონირება საერთაშორისო ველზე და გამოწვევები, რომლებიც უნგრეთსა და საქართველოს აქვთ – ლიდერებს შორის მსჯელობა სწორედ ამ თემებზე გაიმართება.

პარალელურად, ბუდაბეშტი საქართველო-უნგრეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის შეხვედრის მასპინძლობისთვის ემზადება – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ფორუმს და დეტალებით პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს.