დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობდნენ. პანდემია, უსაფრთხოება, ტერორიზმის საფრთხეები და  გადაუჭრელი კონფლიქტები – ფორუმის მონაწილეები თანხმდებიან, რომ გამოწვევებთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დიპლომატიაა.

ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა, რომელმაც დღეს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის საკითხებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო პანელში, სადაც განხილვის მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება იყო, აქცენტი გაკეთდა რეგიონში საქართველოს როლზეც. დავით ზალკალიანმა ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.

თამარ წიკლაური განავრცობს თემას.