დიპლომატიის ფორუმი ანტალიაში
ქართული დელეგაციის ვიზიტი ანტალიაში დასრულდა. დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე – სამხრეთ კავკასია: რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. ჟორჟოლიანმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიის როლზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და იმ მსხვილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე, თურქეთის რესპუბლიკის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.