დიპლომატიის დღე

ამ წუთებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

მიწვეულ სტუმრებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წელს, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს დაემთხვა.